Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის ხელისუფლებამ შუაღამემდე ქვეყნის დატოვება


ბელორუსიის ხელისუფლებამ შუაღამემდე ქვეყნის დატოვება უბრძანა მინსკში ეუთოს მისიის ხელმძღვანელს მიშელ რივოლიეს.

ბელორუსიის ხელისუფლებამ შუაღამემდე ქვეყნის დატოვება უბრძანა მინსკში ეუთოს მისიის ხელმძღვანელს მიშელ რივოლიეს.
ვიზისა და დიპლომატიური აკრედიტაციის გაგრძელებაზე რივოლიეს უარი უთხრეს. ამასთან დაკავშირებით ეუთომ პროტესტი გამოთქვა და განაცხადა, რომ ბელორუსიის ხელისუფლების მოქმედებას ამ ქვეყნისთვის მეტად უარყოფითი შედეგი მოჰყვება. განცხადებაში ნათქვამია, რომ სამშაბათს, საგანგებო სხდომაზე, ეუთო განიხილავს ბელორუსიიდან თავისი მეთვალყურეების გაწვევის საკითხს. ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ეუთოს ოპოზიციის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG