რომელიც საქართველოს მთავრობის სხომაზე ზედიზედ რამდენჯერმე გაისმა და რომელიც უფრო მესამე სექტორის ფინანსური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლზე აყვანას უნდა ემსახურებოდეს, ვიდრე, გრანტებისა და ჰუმანიტარულ დახმარებათა გამოყენების თვალსაზრისით, სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული განუკითხაობის აღკვეთას. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე საქართველოში დაწყებულ ამ “ანტიგრანტულ” მოძრაობაში მესამე სექტორისა და თავისუფალი მედიის გაკონტროლების მიზანს ხედავს.
[რომან გოცირიძის ხმა] “როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ გრანტების სფეროში არის უწესრიგობა, ეს არის სწორი. მაგრამ პრეზიდენტს ავიწყდება ხაზი გაუსვას, რომ უწესრიგობა არის იმ სფეროში, რომელსაც სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს. მთავრობა ღებულობს უზარმაზარი ოდენობის გრანტებს.”
რომან გოცირიძის მინიშნებისა არ იყოს, გრანტების სფეროში წესრიგის დამყარების საჭიროებაზე საუბრისას პრეზიდენტი, მართლაც, დამაეჭვებელ აქცენტებს აკეთებს. ის გრანტებისა და ჰუმანიტარულ დახმარებათა უფრო პოლიტიკური და კომერციული მიზნებით აღკვეთის აუცილებლობაზე საუბრობს, ვიდრე, მათი მოხმარების თვალსაზრისით, სახელმწიფო სტრუქტურებში დამკვიდრებულ განუკითხაობაზე. გრანტებისა და ჰუმანიტარულ დახმარებათა უდიდესი ნაწილი სწორედ სახელმწიფო სტრუქტურებში იფლანგება. პრაქტიკულად არავის უკითხავს, რამდენად მიზნობრივად იხარჯებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტის სახით ჩადებული მილიონები, თუნდაც თავდაცვის სფეროში (ტანსაცმლის, მედიკამენტებისა და სამხედრო აღჭურვილობის სახით) შემოსული დიდი ოდენობის დახმარება. ამდენად, ცხადი ხდება, რომ პრობლემის არასამთავრობო სექტორში ძიება და, ამასთან, მის საქმიანობაში მაკონტროლებელი ორგანოების ჩარევის მოთხოვნა, წესრიგის დამყარების სურვილისგან შორს უნდა იდგეს. რომან გოცირიძის თქმით, ხელისუფლება მესამე სექტორზე და თავისუფალ მედიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის სხდომებზე შევარდნაძემ რამდენჯერმე დაავალა ფინანსთა მინისტრს გრანტებისა და ჰუმანიტარულ დახმარებათა აღრიცხვის მექანიზმების შემუშავება. ამ მოთხოვნის ძირითადი არგუმენტი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გრანტებისა და ჰუმანიტარული დახმარებების პოლიტიკური და კომერციული მიზნებით გამოყენების აღკვეთა იყო.
[რომან გოცირიძის ხმა] “რომ არა უცხოური დახმარება დემოკრატიის მხარდასაჭერად, საქართველო იქნებოდა თურქმენეთის დონეზე. იმიტომ, რომ ქვეყანას შიდა რესურსები არ გააჩნია, შიდა დონორები არ არსებობენ. ის, ვინც ქველმოქმედებას ეწევა - სხვადასხვა მეწარმეები, გრანტებს კი არ გასცემენ, თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ყიდულობენ ადამიანებს. ერთადერთი სასიცოცხლო წყარო სამოქალაქო სექტორისთვის არის უცხოური გრანტები.”
გრანტების ამ ნაწილის გაკონტროლება დონორის საქმეა და მეტი არავისი. ამდენად, ამ საქმეში სახელმწიფო სტრუქტურების ჩართვის მოთხოვნა არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. რომან გოცირიძე მესამე სექტორის კუთვნილი გრანტების გაკონტროლების მცდელობაში სერიოზულ საშიშროებას ხედავს. მისი თქმით, პრეზიდენტის მოთხოვნის რეალიზაცია, სამოქალაქო სექტორის შესუსტების გარდა, მნიშვნელოვნად შეამცირებს საქართველოსადმი დახმარებას, შეზღუდავს სამუშაო ადგილებს და მკვეთრად უარყოფითად იმოქმედებს ეროვნულ ვალუტაზეც.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ხელისუფლების ცალკეულ პირებს ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ პრეზიდენტი სიტუაციაში გარკვევას მოახერხებს და სერიოზულ უკუსვლას არ დაუშვებს. თუმცა მესამე სექტორის საქმიანობაში ტოტალური ჩარევის მცდელობა ძლიერია და ძლიერია პრეზიდენტზე გავლენაც. დაგეგმილია “გრანტებისა და ჰუმანიტარული დახმარებების შესახებ” კანონპროექტის შემუშავებაც. მთავრობაში არსებული განწყობილებიდან გამომდინარე კი, ძნელი გამოსაცნობი არ არის, რა მიზნები შეიძლება ჩაიდოს ამ კანონპროექტში. გრანტებისა და ჰუმანიტარულ დახმარებათა აღრიცხვის მოწესრიგების მიზნით, პრეზიდენტი გრანტებზე სიმბოლური გადასახადის დაწესების წინადადებითაც გამოვიდა. თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ გრანტები ყველა გადასახადისაგან გათავისუფლებული არ არის და აღრიცხვის მოწესრიგება მოქმედი გადასახადების საშუალებითაც შეიძლება. რომან გოცირიძის აზრით:
[რომან გოცირიძის ხმა] “ ეს კიდევ ერთი საბაბია იმისა, რომ დაწესდეს იმგვარი გადასახადი, რომელიც ხელ-ფეხს გაუხსნის მაკონტროლებელ ორგანოებს იმისათვის, რომ ისევე ითარეშონ არასამთავრობო ორგანიზაციებში, როგორც იქცევიან საწარმოებში. ეს არის გამიზნული იმისთვის, რომ გრანტების კონტროლში ჩაერთოს არა მარტო საგადასახადო ინსპექცია, არამედ უშიშროება და პოლიციაც. ასეთ რაღაცებს ადგილი აქვს ბელარუსში და თუ ჩვენს პრეზიდენტს სურს ლუკაშენკოს გვერდით მოიხსენიებოდეს, ეს მისი პოლიტიკური გემოვნების საკითხია.”