Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი მხარს უჭერს პარტიზანულ


საქართველოს პრეზიდენტი მხარს უჭერს პარტიზანულ მოძრაობას. როგორც ედუარდ შევარდნაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, იგი მზად არის, მხარი დაუჭიროს პარტიზანულ მოძრაობას,

საქართველოს პრეზიდენტი მხარს უჭერს პარტიზანულ მოძრაობას. როგორც ედუარდ შევარდნაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, იგი მზად არის, მხარი დაუჭიროს პარტიზანულ მოძრაობას,
მაგრამ ეს მოძრაობა ორგანიზებული უნდა იყოს. პრეზიდენტი ასე გამოეხმაურა იმერეთის გუბერნატორის ულტიმატუმის ვადის ამოწურვას. თემურ შაშიაშვილმა ხელისუფლებას აფხაზეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად ვადა 6 მაისამდე მისცა და განაცხადა, რომ თუ პრობლემის გადაჭრა ვერ მოხერხდა, იგი მზად არის, მფარველობა გაუწიოს პარტიზანულ მოძრაობას და მას სათავეში ჩაუდგეს. ედუარდ შევარდნაძის თქმით, პარტიზანული მოძრაობა ძლიერ მოძრაობად უნდა იქცეს, რათა პარტიზანების ეშინოდეთ. რა აზრის აქვს მოძრაობას, რომელშიც ორი-სამი ან, თუნდაც, ათი კაცია და რომელსაც ძალა არა აქვსო – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
XS
SM
MD
LG