Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბულენთ ეჯევითი ანკარის


თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბულენთ ეჯევითი ანკარის საავადმყოფოში მოათავსეს ნეკნის მოტეხილობის გამო.

თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბულენთ ეჯევითი ანკარის საავადმყოფოში მოათავსეს ნეკნის მოტეხილობის გამო.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რა არის მოტეხილობის მიზეზი. ეჯევითი 4 მაისიდან სახლში იმყოფებოდა კუჭ-ნაწლავის ინფექციის გამო. პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის გაუარესებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა თურქეთის ბაზრებზე. ამერიკულმა დოლარმა გაიუმჯობესა პოზიციები თურქულ ლირასთან მიმართებაში. 76 წლის ეჯევითმა ახლახან გააგრძელა შინ ყოფნა ზურგის ტკივილის გამო. გუშინ მან გამოაცხადა, რომ პაკისტანსა და ავღანეთში აპირებს მოგზაურობას მომავალ კვირაში. მაგრამ მისი გარემოცვიდან იტყობინებიან, რომ ეს მოგზაურობა გადაიდო. ექიმმა მეჰმეთ ჰაბერალმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობას არავითარი სერიოზული საფრთხე არ ემუქრება.
XS
SM
MD
LG