Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს სამხედრო ტრიბუნალი კვლავაც მიიჩნევს


გაეროს სამხედრო ტრიბუნალი კვლავაც მიიჩნევს, რომ იუგოსლავია უფრო მეტად უნდა თანამშრომლობდეს მასთან.

გაეროს სამხედრო ტრიბუნალი კვლავაც მიიჩნევს, რომ იუგოსლავია უფრო მეტად უნდა თანამშრომლობდეს მასთან.
ამ განცხადებით გამოვიდა დღეს ტრიბუნალის წარმომადგენელი ფლორენს ჰარტმანი მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა იუგოსლავიისთვის ეკონომიკური დახმარების მიწოდების აკრძალვა მოხსნა. შეერთებულ შტატებში მიიჩნიეს, რომ იუგოსლავიამ აქტიურად დაიწყო ტრიბუნალთან თანამშრომლობა და შეუძლია მიიღოს დაპირებული 40 მილიონი დოლარი. ჰარტმანმა შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას ”პოლიტიკური” უწოდა. მისი სიტყვებით, ტრიბუნალის წინაშე მხოლოდ 5 ადამიანი წარდგა სამხედრო დამნაშავეთა სიიდან და იმათაც ნებაყოფლობით გააკეთეს ეს. ტრიბუნალის პროკურორებისთვის იუგოსლავიის სამხედრო არქივებისკენ გზა კვლავაც დაკეტილია. ამავე დროს ბელგრადი ხელს უშლის სამხედრო დამნაშავეობასთან დაკავშირებით მოწმეებთან კონტაქტს.
XS
SM
MD
LG