Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების და სამართალდამცავი ორგანოების ფუნქციონირების საკითხების მუშა ჯგუფის სხდომა 5-6 ივნისს ცხინვალში გაიმართება.

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების და სამართალდამცავი ორგანოების ფუნქციონირების საკითხების მუშა ჯგუფის სხდომა 5-6 ივნისს ცხინვალში გაიმართება.
როგორც პრაიმ-ნიუსს უთხრა საქართველოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში, ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარემ ირაკლი მაჭავარიანმა, ამის შემდეგ, სავარაუდოდ, 7 ივნისს შედგება შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეების - თბილისის, ცხინვალის, ვლადიკავკაზის და მოსკოვის წარმომადგენლების შეხვედრა. დაახლოებით ერთი კვირის წინ ბორჯომში გაიმართა დევნილთა დაბრუნების საკითხთა მუშა ჯგუფის და შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეების შეხვედრა.
XS
SM
MD
LG