Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტებმა: ჯორჯ ბუშმა და ვლადიმირ


პრეზიდენტებმა: ჯორჯ ბუშმა და ვლადიმირ პუტინმა კმაყოფილება გამოთქვეს დღეს

პრეზიდენტებმა: ჯორჯ ბუშმა და ვლადიმირ პუტინმა კმაყოფილება გამოთქვეს დღეს
შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის დამყარებული ახალი ურთიერთობის გამო. ისინი სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ბუშმა განაცხადა, რომ მოგონებები ცივი ომის პერიოდისა, როცა რუსეთი და შეერთებული შტატები ერთმანეთს მტრობდნენ, წარსულს ჩაბარდა. [ჯორჯ ბუშის ხმა]: ”1968 წელს, როცა მე კოლეჯი დავამთავრე, ამერიკა და საბჭოთა კავშირი მტრები, დაუძინებელი მტრები იყვნენ. დღეს, ამერიკა და რუსეთი, მეგობრები არიან. თქვენთვის მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ხსენებული პერიოდი, პირადად ჩემთვის, კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა”. ჯორჯ ბუშმა განაცხადა აგრეთვე, რომ ამერიკა მადლიერია თანაგრძნობისა რუსეთის მხრიდან 11 სექტემბერს მომხდარ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ვაშინგტონი მხარს უჭერს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას. პუტინმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ ჯორჯ ბუშის სტუმრობისას რუსეთში, ყველა მიზანი იქნა მიღწეული. დღეს დილით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ყვავილების თაიგულით შეამკო მეორე მსოფლიო ომის დროს მაშინ ლენინგრადად წოდებულ სანკტ-პეტერბურგში ნაცისტების მიერ 900 დღის განმავლობაში მოწყობილი ბლოკადის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემულოდ აგებული მემორიალური ძეგლი.
XS
SM
MD
LG