Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა განაცხადა,

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა განაცხადა,
რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება ისრაელსა და პალესტინელებს შორის, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ უნდა იქნეს მომავალში გარანტირებული. ფიშერმა ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ-შეიხში განაცხადა ეს დღეს, პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკთან მოლაპარაკების შემდეგ. იოშკა ფიშერმა თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენცია ამ ზაფხულს უნდა გაიმართოს, თუმცა შეერთებული შტატების ოფიციალურ წარმომადგენლთა ვარაუდით, ხსენებული კონფერენცია ამ წლის დამლევს მოეწყობა. ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ მაჰერმა, რომელიც ფიშერ-მუბარაკის შეხვედრას ესწრებოდა, განაცხადა, რომ ისრაელის სამხედრო რეიდები პალესტინელთა ტერიტორიებზე ამუხრუჭერს ხსენებული სამშვიდობო კონფერენციის მომზადებას. ამასობაში იუწყებიან, რომ ისრაელის ჯარი პალესტინელთა ოთხ ქალაქში შევიდა დღეს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. თვითმხილველთა ცნობით, ნაბლუსში, ისრაელმა სამხედროებმა ერთი პალესტინელი მოკლეს. პალესტინელთა ავტონომიის ლიდერი იასირ არაფატი ევროკავშირის დესპანს ხავიერ სოლანას შეხვდა დღეს რამალაში. ხვალ, სოლანა, ისრაელის პრემიერ-მინისტრს არიელ შარონს შეხვდება.
XS
SM
MD
LG