Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სევილიაში გაიხსნა ევროპის კავშირის წევრი


სევილიაში გაიხსნა ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების ორდღიანი სამიტი, რომლის მონაწილეები არალეგალურ იმიგრაციასთან ბრძოლის გზებს განიხილავენ.

სევილიაში გაიხსნა ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების ორდღიანი სამიტი, რომლის მონაწილეები არალეგალურ იმიგრაციასთან ბრძოლის გზებს განიხილავენ.
სევილიაში გაიხსნა ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების ორდღიანი სამიტი, რომლის მონაწილეები არალეგალურ იმიგრაციასთან ბრძოლის გზებს განიხილავენ. ევროპის კავშირისთვის არალეგალური იმიგრაცია სერიოზული პრობლებაა. კავშირის ქვეყნებში ყოველწლიურად 500 ათასამდე არალეგალური იმიგრანტი ჩადის, უმეტესწილად აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და ბალკანეთის სახელმწიფოებიდან. სამიტზე გამოსვლისას, ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარემ, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსეპ პიკემ განაცხადა, რომ კავშირის მიზანია, შემუშავებულ იქნეს ერთიანი საიმიგრაციო პოლიტიკა. სამიტის დაწყებიდან ცოტა ხანში სამხრეთი ესპანეთის ქალაქებში ფუენხიროლასა და მარბეიაში ორი აფეთქება მოხდა. ამ ტერაქტების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ცნობების თანახმად, აფეთქებებამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციამ მიიღო ანონიმური სატელეფონო ზარი, რომლის თანახმად, ბასკების სეპარატისტული ორგანიზაცია ეტა ტერაქტების მოწყობას გეგმავდა.
XS
SM
MD
LG