Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი უარყოფს ცნობას ტერორისტების შეფარების


ირანი უარყოფს ცნობას ტერორისტების შეფარების შესახებ

ირანი უარყოფს ცნობას ტერორისტების შეფარების შესახებ
თეირანმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანის ხელისუფლება ქვეყანაში, ტერორისტული ორგანიზაციის ”ალ-ყაიდის” მებრძოლებს უშვებს. როგორც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, მთავრობის განკარგულებით ქვეყნიდან გააძევეს ტერორისტებთან კავშირში ეჭვიტანილი ყველა უცხოელი. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა ამ დღეებში განაცხადა, რომ ავღანეთიდან გაქცეული ”ალ-ყაიდის” მებრძოლები ირანის ტერიტორიაზე იმალებიან, საიდანაც შემდეგ სხვა ქვეყნებში მიემგზავრებიან.
XS
SM
MD
LG