Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს თანახმად, ავღანეთის ჩრდილოეთში შეტაკებებმა


გაეროს თანახმად, ავღანეთის ჩრდილოეთში შეტაკებებმა იფეთქა მოქიშპე საველე მეთაურების მომხრეებს შორის.

გაეროს თანახმად, ავღანეთის ჩრდილოეთში შეტაკებებმა იფეთქა მოქიშპე საველე მეთაურების მომხრეებს შორის.
ასობით ადამიანი იძულებული გახდა, სახლები დაეტოვებინა. გაეროს წარმომადგენელმა მანოელ დე ალმეიდა ე სილვამ განაცხადა, რომ 150-მდე ოჯახი დარჩა უსახლკაროდ მას მერე, რაც მათი სახლები გაძარცვეს და ცეცხლი წაუკიდეს. მისი თქმით, დაჯგუფებებს შორის შეტაკებების გამო გაერომ თავისი სამი თანამშრომელი გადაიყვანა ქალაქ მაიმანიდან მაზარი შარიფში. [დე ალმეიდა ე სილვას ხმა] ”იტყობინებიან, რომ სარ ი პულის სამხრეთით მდებარე ერთი სოფელი, რომელშიც 150 ოჯახი ცხოვრობდა, გადაწვეს. დანარჩენი 17 სოფელი დაარბიეს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ცნობები ეს-ესაა მივიღეთ.” სილვას თქმით, გუშინ საღამოს სარ ი პულის რაიონში ბრძოლები გრძელდებოდა უზბეკი საველე მეთაურის, აბდულ რაშიდ დოსტუმის და ძირითადად ეთნიკური ტაჯიკებისგან შემდგარ დაჯგუფება ”ჯამიათ ი ისლამის” შორის.
XS
SM
MD
LG