Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-საქართველოს შორის არსებული პრობლემების დარეგულირებაში


რუსეთ-საქართველოს შორის არსებული პრობლემების დარეგულირებაში ოფიციალური რომის მონაწილეობაზე ისაუბრეს

რუსეთ-საქართველოს შორის არსებული პრობლემების დარეგულირებაში ოფიციალური რომის მონაწილეობაზე ისაუბრეს
იტალიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომრის მოდგილემ დომინიკო ფიზიკელამ და საქართველოს პარლამენტის სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ რომში გამართულ შეხვედრაზე. ნინო ბურჯანაძე 24 ივნისს ოთხდღიანი ვიზიტით ეწვია იტალიის რესპუბლიკას და ვატიკანს. როგორც პრაიმ-ნიუსს პარლამენტის პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ რუსეთთან იტალიის განსაკუთრებული ურთიერთობებიდან გამომდინარე, რომს რუსეთ-საქართველოს შორის წარმოქმნილ სირთულეთა მოგვარება შეუძლია. ასევე, ისაუბრეს მოსკოვის არაკონსტრუქციულ პოზიციაზე, რაც აფხაზეთის მოსახლეობისათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებას უკავშირდება.
XS
SM
MD
LG