Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სახელმწიფო დუმამ დღეს მესამე


რუსეთის სახელმწიფო დუმამ დღეს მესამე და საბოლოო წაკითხვით მიიღო კანონპროექტი ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესახებ.

რუსეთის სახელმწიფო დუმამ დღეს მესამე და საბოლოო წაკითხვით მიიღო კანონპროექტი ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესახებ.
დოკუმენტის თანახმად, წვევამდელი ასაკის მოქალაქეებს რუსეთში ამიერიდან ექნებათ უფლება – სამოქალაქოთი შეცვალონ სავალდებულო სამხედრო სამსახური. სამხედრო სამსახურზე უარი - წვევამდელის რწმენით, აღმსარებლობით, აგრეთვე ერთ-ერთი მკვიდრი, მცირერიცხოვანი ხალხის წარმომადგენლობით შეიძლება იქნეს დასაბუთებული. ალტერნატიული სასახურის მაქსიმალური ვადა – 3.5 წელიწადია, ხოლო იმათთვის, ვისაც უმაღლესი განათლება აქვს მიღებული – 21 თვე. ფრაქციებმა: ”მემარჯვენე ძალთა კავშირმა” და ”იაბლოკომ” მხარი არ დაუჭირეს კანონპროექტს, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ იგი არღვევს მოქალაქის უფლებას – უარი თქვას ჯარში გაწვევაზე და არარეალურ პირობებს ჰქმნის ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურისთვის.
XS
SM
MD
LG