ავღანეთში შეერთებული შტატების წარმომადგენლები ცდილობენ გამოარკვიონ ამასწინანდელ დაბომბვასთან დაკავშირებული გარემოებები,
რის შედეგადაც – როგორც ავღანეთის ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებლები ამტკიცებენ – 40 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ამერიკის მხარემ ადგილობრივ მოსახლეობას მიმართა თხოვნით, ავიადარტყმის მსხვერპლთა საფლავები აჩვენონ. დღეს შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯერჯერობით არც დაღუპულთა გვამებია აღმოჩენილი და არც სამარხები. თვითმხილველთა თქმით, დაბომბვას ემსხვერპლნენ ორშაბათს ქორწილში მისულები. შეერთებული შტატების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმა განხორციელდა საზენიტო არტილერიის ცეცხლის საპასუხოდ. ”ნიუ იორკ ტაიმსის” ცნობით, იმ დროს იმ რაიონში მსხვილი ოპერაცია მიმდიდნარეობდა თალიბების რაზმების წინააღმდეგ.