Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

90-დე ერაყელი ოფიციერი და პოლიტიკოსი


90-დე ერაყელი ოფიციერი და პოლიტიკოსი, ერთ დროს ერთგულებას რომ უცხადებდა პრეზიდენტ სადამ ჰუსეინს,

90-დე ერაყელი ოფიციერი და პოლიტიკოსი, ერთ დროს ერთგულებას რომ უცხადებდა პრეზიდენტ სადამ ჰუსეინს,
ხოლო ამჟამად ოპოზიციაშია მასთან და ლტოლვილობაში ცხოვრობს საზღვარგარეთ, ლონდონშია ჩასული საგანგებო თათბირზე დასასწრებად. მიმდინარეობს აზრთა გაზიარება იმის თაობაზე, თუ რა გზით უნდა მოხდეს სადამ ჰუსეინის დამხობა და ერაყში სამოქალაქო მმართველობის დამყარება. ერაყის შეიარაღებული ძალების ყოფილმა გენერალმა ჰალედ შამს ალ-დინმა, რომელიც 4 წლის წინათ დარჩა საზღვარგარეთ, განაცხადა, რომ სამხედროები იქნებიან ის საყრდენი ძალა, რომელიც სადამ ჰუსეინს დაამხობს, და უზრუნველყოფს ქვეყანაში დემოკრატიული რეჟიმის დამყარებას. გენერალმა შამს ალ-დინმა განაცხადა აგრეთვე, რომ ეს შეხვედრა, ლონდონში, შეერთებული შტატების დახმარების გარეშე მოეწყო. გასულ ორშაბათს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კვლავ განაცხადა, რომ აუცილებელია სადამ ჰუსეინის დამხობა, რომელსაც ვაშინგტონი მასობრივი განადგურების იარაღის წარმოების მცდელობაში ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG