Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის საბრძოლო შვეულმფრენმა 2 რაკეტა


ისრაელის საბრძოლო შვეულმფრენმა 2 რაკეტა ესროლა დღეს პალესტინელთა უშიშროების სამსახურის ერთ-ერთ შენობას ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში.

ისრაელის საბრძოლო შვეულმფრენმა 2 რაკეტა ესროლა დღეს პალესტინელთა უშიშროების სამსახურის ერთ-ერთ შენობას ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში.
თვითმხილველთა ცნობით, თავდასხმის შედეგად დაჭრილი რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში მოათავსეს. ისრაელის ჯარის სარდლობა თავს იკავებს კომენტარისაგან ამ ინციდენტთან დაკავშირებით. გუშინ, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ისრაელმა სამხედროებმა დააკავეს პალესტინელი, რომელმაც მათს ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნა. დაკითხვის შემდეგ დაპატიმრებულმა სამხედროებს ის ადგილი უჩვენა, სადაც ქამარზე დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამალული.
XS
SM
MD
LG