საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტები მზად არიან, დააჩქარონ ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი ხელშეკრულების მომზადების პროცესი.
როგორც საინფორმაციო სააგენტო ”პრაიმ-ნიუსს” სახელმწიფო კანცელარიაში აცნობეს, ოთხშაბათს, გვიან საღამოს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს, ედუარდ შევარდნაძესა და ვლადიმირ პუტინს შორის გაიმართა სატელეფონო საუბარი, რომლის დროს ორი ქვეყნის მეთაურებმა განიხილეს მათი ქვეყნების ურთიერთობათა ფართო სპექტრი. ”პრაიმ-ნიუსის” ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს. გარდა ამისა, პუტინმა დაადასტურა, რომ მისი პირადი წარმომადგენელი აფხაზეთის საკითხებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვლადიმირ ლოშჩინინი ხუთშაბათს საქართველოში ჩავა. დღეს ლოშჩინინმა თბილისში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ აფხაზეთში ეკონომიკური პროექტების ამოქმედება ხელს შეუწყობს პრობლემის პოლიტიკური გზით მოგვარებას. საღამოს ლოშჩინინი ბათუმში გაემგზავრა, სადაც აფხაზეთის კონლიქტის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, აჭარის ლიდერ ასლან აბაშიძეს შეხვდება.