იუგოსლავიის ყოფილმა პრეზიდენტმა ზორან ლილიჩმა უარი განაცხადა ჰააგის ტრიბუნალისთვის ჩვენების მიცემაზე
კიდევ ერთი ექს-პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის წინააღმდეგ მანამ, ვიდრე არ მიიღებს გარანტიას, რომ სამშობლოში მას სახელმწიფო საიდუმლოს გაცემისთვის არ მოსთხოვენ პასუხს. ლილიჩმა, რომელიც იუგოსლავიის ფედერაციას სათავეში ედგა 1993-დან 1997 წლამდე, როცა იგი მილოშევიჩმა შეცვალა, უარი განაცხადა ტრიბუნალისთვის ჩვენების მიცემაზე და ამიტომ ჰააგაში გუშაგების თანხლებით ჩაიყვანეს. გასულ კვირაში იუგოსლავიის მთავრობამ ლილიჩი გაათავისუფლა ჩვენებების მიცემისთვის ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, მაგრამ იგი აცხადებს, რომ ამგვარი გარანტია მას თავდაცვის საბჭომ და პირადად პრეზიდენტმა ვოისლავ კოშტუნიცამ უნდა მისცენ.