Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი


სერბიის უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი რადე მარკოვიჩი ცდილობს გაამართლოს სლობოდან მილოშევიჩი,

სერბიის უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი რადე მარკოვიჩი ცდილობს გაამართლოს სლობოდან მილოშევიჩი,
რომელსაც სამხედრო დანაშაულებებში ედება ბრალი. დღეს გამართულ დაკითხვაზე ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალში, სადაც მიმდინარეობს იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი, მარკოვიჩმა უარყო ის ფაქტი, რომ 1999 წელს კოსოვოს ომში იუგოსლავიის არმია კლავდა და განდევნიდა ალბანელებს. მისი სიტყვებით, არმიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარების წინაშე იდგა ამოცანა: პროვინციაში უზრუნველეყოთ უშიშროება და სტაბილურობა. [მარკოვიჩის ხმა] ”კოსოვოში ადგილი ჰქონდა კერძო პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს, როგორც არმიის, ისე პოლიციის მხრიდან. მათ იჭერდნენ და პასუხს აგებინებდნენო”, განაცხადა მარკოვიჩმა. გუშინდელ სხდომაზე მარკოვიჩმა, რომელიც ამ პროცესზე ყველაზე მნიშვნელოვან მოწმედ ითვლება, აღიარა, რომ კოსოვოში ომის მსვლელობისას სამხედროები და პოლიიელები უშუალოდ მილოშევიჩს ექვემდებარებოდნენ.
XS
SM
MD
LG