Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვალ აფხაზეთის ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭოს


ხვალ აფხაზეთის ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭოს წევრები ბათუმში გაემგზავრებიან

ხვალ აფხაზეთის ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭოს წევრები ბათუმში გაემგზავრებიან
აფხაზეთის საკითხში პრეზიდენტის პირად წარმომომადგენელთან, ასლან აბაშიძესთან შესახვედრად. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა აფხაზეთის კულტურულ-პოლიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა ნაპოლეონ მილორავამ, მათ აინტერესებთ აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით ასლან აბაშიძის ხედვა და კონფლიქტის დარეგულირების მისეული სტრატეგია. მილორავას თქმით, აფხაზეთის ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭო ერთი წლის წინ შეიქმნა და მასში აფხაზეთიდან გადმოსული 9 არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული.
XS
SM
MD
LG