Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გროზნოში, ოქტომბრის რაიონის სამხედრო პროკურატურის


გროზნოში, ოქტომბრის რაიონის სამხედრო პროკურატურის თანამშრომელი მოკლეს.

გროზნოში, ოქტომბრის რაიონის სამხედრო პროკურატურის თანამშრომელი მოკლეს.
მკვლელებმა იმ დროს გახსნეს ცეცხლი, როცა პროკურატურის თანამშრომელი ქალაქის ცენტრში მდებარე საერთაშორისო სატელეფონო პუნქტიდან გამოდიოდა. ამასობაში, იტუმ-კალინის რაიონში ფედერალური ჯარი განაგრძობს ოპერაციას ჩეჩენ მეამბოხეთა რაზმის წინააღმდეგ, რომელიც, რუსი სამხედროების მტკიცებით, პანკისის ხეობიდან შევიდა ჩეჩნეთში. სხვადასხვა მონაცემებით, მას შემდეგ, რაც ეს ოპერაცია დაიწყო, ჩეჩნებმა 30 მებრძოლი დაკარგეს, ხოლო რუსებმა - 8.ვედენოს რაიონის სოფელ დიშნე-ვედენოში, მეამბოხეებმა, წუხელ, საფარიდან მოულოდნელი თავდასხმა განახორციელეს მილიციელთა ქვედანაყოფზე. ერთი მილიციელი დაიღუპა, 2 – დაიჭრა.
XS
SM
MD
LG