Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვალერი ხაბურძანია გამორიცხავს, რომ რუსეთმა


ვალერი ხაბურძანია გამორიცხავს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, თვითნებურად ჩაატაროს რაიმე სპეცოპერაცია პანკისისა და კოდორის ხეობებში.

ვალერი ხაბურძანია გამორიცხავს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, თვითნებურად ჩაატაროს რაიმე სპეცოპერაცია პანკისისა და კოდორის ხეობებში.
ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოთხშაბათს კოდორის ხეობაში არც ისე რთული ვითარება იყო, როგორც ეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდებოდა. უშიშროების საბჭოს სხდომაზე მთავარ საკითხებად განიხილეს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან თანაშრომლობის პერსპექტივები, აგრეთვე ეროვნული ანტიტერორისტული კომისიის მიერ გაწეული მუშაობა.
XS
SM
MD
LG