Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალური თბილისი რუსეთის მიერ საქართველოსათვის


ოფიციალური თბილისი რუსეთის მიერ საქართველოსათვის, პრაქტიკულად, ომის გამოცხადებისაკენ მოწოდებად აფასებს

ოფიციალური თბილისი რუსეთის მიერ საქართველოსათვის, პრაქტიკულად, ომის გამოცხადებისაკენ მოწოდებად აფასებს
რუსეთის პარლამენტის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავაჯდომარის, მიხაილ მარგელოვის განცხადებას იმის შესახებ, რომ სათათბიროს ზედა პალატა თანხმობას მისცემს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, თუ ის პანკისის ხეობაში რუსეთის ქვედანაყოფების შეყვანას მოითხოვს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესმდივანმა, კახა იმნაძემ განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, რუსეთის წარმომადგენლები უკვე საუბრობენ არა მარტო წერტილოვანი დარტყმების მიყენებაზე, არამედ, ფაქტობრივად, ომის გამოცხადების მოწოდებით გამოდიან, რისი მიზეზიც, იმნაძის განცხადებით, საქართველოს რუსეთისთვის არ მიუცია.
XS
SM
MD
LG