Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დაარსებული ახალი მოძრაობა 2005


საქართველოში დაარსებული ახალი მოძრაობა 2005 წელს ქვეყნის პრეზიდენტად ჯონ შალიკაშვილის არჩევას ემხრობა.

საქართველოში დაარსებული ახალი მოძრაობა 2005 წელს ქვეყნის პრეზიდენტად ჯონ შალიკაშვილის არჩევას ემხრობა.
ამის შესახებ გამოაცხადა პარლამენტარმა გერმანე ფაცაციამ. პარლამენტარის თქმით, ის წამოაყენებს ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რათა შესაძლებელი გახდეს ამერიკელი გენერლის პრეზიდენტად არჩევა. ასევე ფაცაციას განცხადებით, ის დაუკავშირდება და თხოვს ჯონ შალიკაშვილს ჯერ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. შალიკაშვილის მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნება, ფაცაციას აზრით, დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს. ჯონ შალიკაშვილის მამა მე-20 საუკუნის 20-იან წლებში გაემგზავრა საქართველოდან. მან ცოტა ხანი პოლონეთში დაჰყო, შემდეგ კი აშშ-ში გადასახლდა.
XS
SM
MD
LG