Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ხელისუფლებამ მფრინავებს დააკისრა პასუხისმგებლობა


უკრაინის ხელისუფლებამ მფრინავებს დააკისრა პასუხისმგებლობა ამას წინათ ლვოვის საავიაციო შოუზე მომხდარი ტრაგედიისთვის,

უკრაინის ხელისუფლებამ მფრინავებს დააკისრა პასუხისმგებლობა ამას წინათ ლვოვის საავიაციო შოუზე მომხდარი ტრაგედიისთვის,
რომლის შედეგადაც 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 110-ზე მეტი დაშავდა. საგანგებო სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ ევგენი მარჩუკმა დღეს განაცხადა, რომ გამანადგურებელ სუ-27-ის მფრინავებმა დაარღვიეს დავალება და არასწორად შეასრულეს ერთ-ერთი მანევრი. ამავე დროს მარჩუკმა აღნიშნა, რომ კომისია კიდევ უნდა გაერკვეს ფრენისთვის მზადების ორგანიზების საქმეში.
XS
SM
MD
LG