Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში იპოვეს გასული თვის მიწურულს


თბილისში იპოვეს გასული თვის მიწურულს გაუჩინარებული რუსი სამხედრო პირის, პოლკოვნიკ იგორ ზაიცევის გვამი.

თბილისში იპოვეს გასული თვის მიწურულს გაუჩინარებული რუსი სამხედრო პირის, პოლკოვნიკ იგორ ზაიცევის გვამი.
ოფიციალური ინფორმაციით, ზაიცევი, რომელიც კავკასიაში რუსეთის ჯარების გენშტაბში მსახურობდა, ნათესავებმა ამოიცნეს მას შემდეგ, რაც წუხელ პოლიციამ გვამს თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე მიაგნო. სასამართლო ექსპერტ ზაზა ოქრუაშვილის განცხადებით, ზაიცევს თავის არეში მძიმე ობიექტით დარტყმა აქვს მიყენებული. 52 წლის პოლკოვნიკი 27 ივლისს გაუჩინარდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო "კავკას-პრესი" იუწყება, ამჟამად მიმდინარეობს ზაიცევის მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილი პირების დაკითხვა. ”კავკას-პრესს” თბილისის პროკურორმა თენგიზ მახარაძემ უთხრა, რომ სავარაუდოდ, დაკავებულებიდან ერთ-ერთი პირი ეჭვმიტანილად იქნება ცნობილი.
XS
SM
MD
LG