Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თედო


ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თედო ჯაფარიძის ინფორმაციით, თბილისში იმყოფება რუსეთის პროკურატურის გამომძიებელთა ჯგუფი,

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თედო ჯაფარიძის ინფორმაციით, თბილისში იმყოფება რუსეთის პროკურატურის გამომძიებელთა ჯგუფი,
რომლის ვიზიტი დაკავშირებულია რუსეთ-საქართველოს საზღვარზე დაკავებული 13 ჩეჩნის ექსტრადიციის პროცედურასთან. პრაიმ-ნიუსის სააგენტოს მოჰყავს ჯაფარიძის სიტყვები იმის თაობაზე, რომ რუსეთის პროკურატურის თანამშრომლები “უკეთ არიან მომზადებული”, ვიდრე თბილისში რამდენიმე დღის წინათ, ამავე საკითხზე ჩასული რუსეთის გენერალური პროკურორი ვლადიმირ უსტინოვი იყო. თუმცა, ჯაფარიძის თქმით, იგი არ ფლობს ინფორმაციას, წარუდგინეს თუ არა რუსმა სამართალდამცავებმა საქართველოს მხარეს ჩეჩნების ბრალეულობის დამამტკიცებელი რაიმე დოკუმენტები.
XS
SM
MD
LG