Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ულტრამემარცხენე მეამბოხეებსა და გასამხედროებულ მემარჯვენე


ულტრამემარცხენე მეამბოხეებსა და გასამხედროებულ მემარჯვენე დაჯგუფებებს შორის კოლუმბიაში,

ულტრამემარცხენე მეამბოხეებსა და გასამხედროებულ მემარჯვენე დაჯგუფებებს შორის კოლუმბიაში,
ერთი კვირის მანძილზე მიმდინარე ბრძოლების დროს, სულ ცოტა 50 ადამიანი დაიღუპა. როგორც კოლუმბიის შეიარაღებული ძალების სარდლობის წარმომადგენელმა, გენერალმა მარტინ კარენომ განაცხადა, გასამხედროებული მემარჯვენე დაჯგუფებები უკვე რამდენიმე თვეა ულტრამემარცხენე მეამბოხეების გაძევებას ცდილობენ ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ბოლივარის პროვინციიდან, რომელიც ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ოქროს უკანონოდ მოპოვების ცენტრადაა მიჩნეული. ორი დღის წინ ფიცი დადო კოლუმბიის ახალმა პრეზიდენტმა ალვარო ურიბემ, რომელმაც განაცხადა, რომ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას დაიწყებს მეამბოხე დაჯგუფებათა წინააღმდეგ. ინაოგურაციის დროს, მემარცხენე ექსტრემისტებმა, ბოგოტაში, რამდენიმე ტერორისტული აქტი განახორციელეს, რამაც 20 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG