ჩვენ კი შევეცდებით დღევანდელ სიტუაციას მსგავსება მოვუნახოთ საუკუნისა და მეტი ხნის წინანდელ მოვლენებთან რუსეთის იმპერიაში. სხვადასხვა აღმსარებლობის მიმდევართა, განსაკუთრებით კი იეჰოვას მოწმეებისადმი დამოკიდებულებას თანამედროვე საქართველოში არაერთი ტიპოლოგიური პარალელი ეძებნება XIX-XX საუკუნეთა მიჯნის რუსეთში, სადაც ჩაისახა კიდეც ანტისემიტური დარბევები, ე.წ. “პოგრომები”. რით ჰგავს ებრაელთა მიმართ საუკუნის წინანდელი რუსული საზოგადოების დამოკიდებულება დღევანდელი ქართველების მიმართებას რელიგიური უმცირესობებისადმი?
ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობას შორის ისტორიული პარალელის გავლება იმთავითვე გამორიცხავს ზუსტი ანალოგიის ძიებას. შესაძლოა, გასული საუკუნის რუსულ ანტისემიტიზმსა და საქართველოში დღევანდელ რელიგიურ შეუწყნარებლობას შორის გაცილებით მეტი განსხვავება იყოს, ვიდრე მსგავსება, მაგრამ მსგავსების უარყოფაც შეუძლებელია.
არა მხოლოდ საუკუნის წინათ, არამედ ახლაც რუსული საზოგადოების ნაწილისა და ზოგიერთი რუსი ინტელექტუალის თავს იკავებს აზრი, რომ რუსეთის, რუსული ნაციონალური თვითშეგნების გაძლიერებას ეღობება რაღაც იდუმალი მტრული ძალა, რომელიც საერთაშორისო კავშირებსა თუ ორგანიზაციებს ეფუძნება. ალექსანდრე მესამისა და ნიკოლოზ მეორის დროინდელ რუსეთში ფეხმოკიდებული იყო რწმენა, რომ ებრაელებს ფარული ძალაუფლება ეპყრათ ხელთ, სარგებლობდნენ მრავლისშემძლე უცხოელ მომხრეთა მხარდაჭერით, რომლებსაც რუსეთის დასუსტება სურდათ. ამ განწყობებს თანმიმდევრულად აღვივებდა იმ პერიოდის რუსული პრესაც. ჩვენს მკითხველს შეიძლება არც სჭირდებოდეს შეხსენება, რომ მრავალი ჩვენი თანამემამულის აზრით, რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფებს სწორედ უცხოეთიდან აფინანსებენ, რისი მიზანიც საქართველოში მართლმადიდებლობისა და, საბოლოო ჯამში, ქართული სახელმწიფოს შემუსვრაა.
რამდენჯერმე ქართულ პრესაში, კერძოდ, გაზეთ “ალიაში” გამოქვეყნდა სია, რომელიც თითქოსდა წარმოადგენდა იეჰოვას მოწმეთა სამოქმედო გეგმის ნაწილს, – გადაბირებული და გადასაბირებელი მოქალაქეების ჩამონათვალს. ამ, ასე ვთქვათ, დოკუმენტს ახლდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ანონიმი თანამშრომლის კომენტარი, რომელიც ადასტურებდა რელიგიური უმცირესობის, მისებურად – სექტის, თანმიმდევრულ და მტრულ პოლიტიკას ქართული საზოგადოების საწინააღმდეგოდ. ინსინუაციასთან მიახლოებული ასეთი პუბლიკაცია თავისი წვრილმანი მასშტაბით ვერ შეედრება ცარისტული რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში შეთითხნილ “სიონის ბრძენთა ოქმებს” ან პეტერბურგის პოლიციის სტამბაში მრავალათასიანი ტირაჟით დაბეჭდილ ფურცლებს ასეთი მოწოდებით: “ძმებო, მუშებო და გლეხებო, იცით კი ვინ არის ჩვენი უბედურების მოთავე? იცით, რომ მთელი მსოფლიოს ებრაელები შეკავშირდნენ და გადაწყვიტეს გაანადგურონ რუსეთი? ნაკუწებად აქციეთ, დახოცეთ ეგ ქრისტეს გამყიდველები!”
ამასთან, უნდა ითქვას, რომ ანტისემიტიზმი არასოდეს ყოფილა რუსეთის იმპერიის მთავრობის ოფიციალური ან შეთანხმებული პოლიტიკა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ოფიციალური პირი ღიად უჭერდა მხარს ებრაელთა მიმართ ძალადობას. შედარებისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ საქართველოს პარლამენტის “21-ე საუკუნისა” და “მრეწველთა” ფრაქციების ზოგიერთი წევრის გამონათქვამები საქართველოში მოქმედი რელიგიური უმცირესობებისა და მათი დამრბევი ჯგუფების შესახებ.
რუსეთის იმპერიაში ებრალებს უკრძალავდნენ თანამდებობათა დაკავებასა და ზოგიერთი პროფესიის, მაგალითად, ადვოკატობის დაუფლებას. საქართველოში არ არის ცნობილი არც ერთი შემთხვევა, რომ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელს რაიმე საპასუხისმგებლო სახელმწიფო პოსტი ეკავოს. შეგვიძლია გავიხსენოთ პრესის პუბლიკაციები, პათოსით – “თელასში იეღოველები მომრავლდნენ”, რაც შეიცავდა მინიშნებას, რომ თბილისისთვის ტრადიციული უშუქობა სწორედ ამ რელიგიური ჯგუფისთვის უნდა დაგვებრალებინა.
ბრიტანელი ისტორიკოსი ჯეფრი ჰოსკინგი, რომლის წიგნსაც “რუსეთი – ხალხი და იმპერია” დავესესხეთ აქ მოტანილ ფაქტებს, აღნიშნავს, რომ ანტიებრაულ ცრურწმენებზე თამაშით რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა მასების პატრიოტიზმის გაღვივებასა და ხალხის კონსოლიდირებას მონარქიის გარშემო. თან, როცა პოლიტიკური რღვევა და ეკონომიკური სიძნელეები აძლიერებენ სასოწარკვეთასა და ემუქრებიან უბრალო ადამიანების უსაფრთხოებას, ისინი თავიანთ უკმაყოფილებას თავს ატეხავენ უფრო შესამჩნევ და უცხო ეთნიკურ ჯგუფს. ჩვენში ბევრი გაკეთდა ასეთი ჯგუფების რელიგიური ნიშნით გამოსაკვეთად. თუ ჩვენი ხელისუფლებაც რელიგიურ უმცირესობათა დისკრიმინაციის წაქეზებითა და წაყრუებით ცდილობს გააღვიძოს სოლიდარობა ქართველ ხალხში და მოიპოვოს რიგითი მოსახლეობის მხარდაჭერა, ეს მცდელობა, დიდი ალბათობით, მარცხით დასრულდება, რადგან მოქმედი ხელისუფლება ისევეა გაუცხოებული თავისი ხალხისაგან, როგორც რუსეთის იმპერიის ხელისუფლება იყო. ასეთი ძალისხმევისას ეს ხელისუფლება კიდევ ერთხელ გამოაჩენს თავის დამანგრეველ პოტენციალს.