პრობლემის მოსაგვარებლად იგი ბევრ "ინსტრუმენტს" ფლობს. ბუშმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებს არა მხოლოდ კონგრესთან, არამედ ამერიკის მოკავშირეებთანაც. ანტიტერორისტული კოალიციის წევრთაგან, საფრანგეთის მსგავსად, ჯერჯერობით არც გერმანია ავლენს დიდ ენთუზიაზმს ერაყის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის პერსპექტივასთან დაკავშირებით.
10 აგვისტოს, სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას, გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა დაადასტურა, რომ გერმანია არ მიიღებს მონაწილეობას ერაყის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში და რომ საზოგადოებრივი აზრი ამ პოზიციას მხარს უჭერს. მომავალი თვისთვის დანიშნულ არჩევნებზე საუბრისას, შრიოდერმა აღნიშნა, რომ თუ არჩევნებში კვლავ სოციალ-დემოკრატები გაიმარჯვებენ, მთავრობა მონაწილეობას არ მიიღებს ერაყის ლიდერის სადამ ჰუსეინის ხელისუფლების დამხობისკენ მიმართულ ომში.
ერთი კვირის წინ, ჰანოვერში გამოსვლისას, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ საჭიროა ზეწოლის გაძლიერება ერაყის დიქტატორზე, რათა მან საერთაშორისო მეთვალყურეები დაუშვას შეიარაღების გასაკონტროლებლად. "გაფრთხილებთ, რომ ომითა და სამხედრო ინტერვენციით თამაში არ შეიძლება. ჩვენ ამის მონაწილენი არ ვიქნებითო" – განაცხადა შრიოდერმა.
გასულ კვირაში გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები მოწმობს, რომ ამომრჩევლის 62 პროცენტი მხარს უჭერს შრიოდერის პოზიციას. მხოლოდ 6 პროცენტი თვლის, რომ გერმანიამ მონაწილოება უნდა მიიღოს ერაყის წინააღმდეგ ომში. გამოკითხულთა 24 პროცენტის აზრით, გერმანელი ჯარისკაცები შინ უნდა დარჩნენ, მაგრამ ბერლინს შეუძლია საჭირო დახმარების აღმოჩენა შეიარაღების თვალსაზრისით. კიდევ 6 პროცენტი არ გამორიცხავს ფინანსური დახმარების გაწევის შესაძლებლობას, ოღონდ იმ პირობით, თუ გერმანელი ჯარისკაცები საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
გერმანიის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში გერჰარდ შრიოდერმა შენიშნა, რომ გერმანია ყოველთვის დაიცავს ნატოს წესდებას, რომლის თანახმადაც, ამ ორგანიზაციის ნებისმიერ წევრზე თავდასხმა ალიანსის ყველა წევრის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიად ითვლება: [გერჰარდ შრიოდერის ხმა] "უპირველეს ყოვლისა, ჩვენ სერიოზულად აღვიქვამთ ჩვენს მოვალეობებს ნატოში. ეს ნიშნავს, რომ თუ ჩვენი პარტნიორი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, გერმანია მას დაეხმარება. აქ კითხვა არ ჩნდება."
მისივე განმარტებით, აშშ-ის შემდეგ, გერმანიის სამხედროები რაოდენობრივად მეორენი არიან საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეთა მხრივ. კანცლერის შეფასებით, ამ თვალსაზრისით ბერლინმა უკვე ამოწურა თავისი შესაძლებლობები.
ამავე დროს, ბუნდესვერის სამხედრო მოსამსახურეთა კავშირის თავმჯდომარის, პოლკოვნიკის ბერნჰარდ ჰერცის აზრით, ერაყის წინააღმდეგ "შეზღუდულ ოპერაციაში" გერმანიის ჯარისკაცების მონაწილეობა სავსებით შესაძლებელია. როგორც ჰერცმა გაზეთ "ბილდს" განუცხადა, გერმანიას ეყოფა ძალა მასობრივი განადგურების იარაღის ლაბორატორიების მოსასპობად.