Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში გადაუღებელმა


ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში გადაუღებელმა კოკისპირულმა წვიმებმა დიდი წყალდიდობები გამოიწვია.

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში გადაუღებელმა კოკისპირულმა წვიმებმა დიდი წყალდიდობები გამოიწვია.
ქვემო ავსტრიაში ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინა, რომელიც სახლების სახურავებს აფარებდა თავს. ავტოსტრადები წყლითა და ტალახით არის დაფარული, წყლით დაიფარა ხიდები. ხელისუფლება ვითარებას კატასტროფულს უწოდებს. გერმანიაში არსებობს უდიდესი მდინარეების კალაპოტიდან გადმოსვლის საფრთხე. კრიტიკული ვითარებაა ქვეყნის აღმოსავლეთში, ლაიფციგსა და დრეზდენში. სამხრეთში, ბავარიაში, წყალქვეშ აღმოჩნდა დიდი ტერიტორიები. იტალიაში წყალდიდობებით მიყენებული ზარალი სამნახევარ მილიარდ ევროს უტოლდება. სტიქიური უბედურების შედეგად განადგურდა ხილისა და ბოსტნეულის მოსავალი, სერიოზულად დაზიანდა სახლები და გზები. ჩეხეთში ხელისუფლება სერიოზული ინვესტიციების ჩადებას აპირებს ლანდშაფტის გამაგრებაში, რათა წინ აღუდგენ სტიქიას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა სოფლის მეურნეობას. პრაღაში ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ქალაქის ცენტრში გამავალი მდინარე ვლტავის შესაძლო ადიდების გამო შეიძლება დაიხუროს მეტროს ზოგიერთი სადგური და მოძრაობა შეწყდეს ტრამვაისა და ავტობუსების რიგი მარშრუტებით.
XS
SM
MD
LG