Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წუხელ ჩეჩნეთში 3 ადგილობრივი მაცხოვრებელი


წუხელ ჩეჩნეთში 3 ადგილობრივი მაცხოვრებელი იქნა მოკლული.

წუხელ ჩეჩნეთში 3 ადგილობრივი მაცხოვრებელი იქნა მოკლული.
დაღუპულთა შორის 2 ქალია. კიდევ ერთი ადამიანი – 20 წლის ახალგაზრდა – გაიტაცეს. სოფელ კალინოვსკაიაში, საკუთარ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღით, ადგილობრივი ადმინისტრაციის უფროსი ხიზირ ტუმაიევი მოკლეს. სოფელი ალყაშია მოქცეული; სამხედროებმა თავდამსხმელთა ძებნის ოპერაცია დაიწყეს. სოფელ ვედენოს ცენტრში ჩეჩენმა მეამბოხეებმა დღეს მძლავრი ყუმბარა ააფეთქეს იმ დროს, როცა ქუჩაში ჯავშანტრანსპორტიორების კოლონა მიდიოდა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.
XS
SM
MD
LG