Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ბერლინის სასამართლოს წინაშე წარდგნენ


დღეს ბერლინის სასამართლოს წინაშე წარდგნენ ერაყის ოპოზიციური ჯგუფის წევრები,

დღეს ბერლინის სასამართლოს წინაშე წარდგნენ ერაყის ოპოზიციური ჯგუფის წევრები,
რომლებმაც გუშინ ერაყის საელჩო დაიკავეს გერმანიის დედაქალაქში და ხუთი საათის განმავლობაში ჰყავდათ აყვანილი მძევლები. გერმანიის პოლიციამ შენობა შტურმით აიღო. არავინ დაშავებულა. მძევლები გაათავისუფლეს, დაპატიმრებულია ხუთივე თავდამსხმელი. ბერლინის ხელისუფლების ცნობით, დაპატიმრებულებს ჩამოერთვათ პისტოლეტი, პატარა ნაჯახი და გაზის ორი ბალონი. დაჯგუფებამ, რომელიც თავს ”გერმანიაში ერაყის დემოკრატიულ ოპოზიციას” უწოდებს, განაცხადა, რომ საელჩოს დაკავებაზე წავიდა სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ დაგმეს ეს აქცია.
XS
SM
MD
LG