მოსკოვში, კოროლიოვის ქუჩაზე, დასრულდა სამაშველო სამუშაოები ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის აფეთქების ადგილზე.
ნანგრევების ქვეშ აღმოაჩინეს რვა დაღუპულის გვამები. ჰოსპიტალიზებულია ხუთი მძიმედ დაშავებული ადამიანი. ძირითადი ვერსიის თანახმად, გუშინ საღამოს სახლის ერთ-ერთ ბინაში აფეთქდა საყოფაცხოვრებო აირი. მოსკოვის მერის მოადგილის, ვალერი შანტიევის თქმით, არ ჩანს დინამიტის ან სხვა ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი. როგორც საგანგებო ვითარებათა მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, სახლის მაცხოვრებელთა სიის თანახმად, კიდევ 12 ადამიანამდე შეიძლება იყოს დამარხული.