Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ ავღანეთში, ქუნარის პროვინციაში


აღმოსავლეთ ავღანეთში, ქუნარის პროვინციაში,

აღმოსავლეთ ავღანეთში, ქუნარის პროვინციაში,
ამერიკის სამხედრო ბაზაზე მოხდა თავდასხმა. დაუდგენელმა პირებმა ხელყუმბარები ესროლეს ქალაქ ასადაბადში ტერიტორიას, სადაც ამერიკის ქვედანაყოფია განთავსებული. როგორც ჯარის სარდლობის წარმომადგენელმა როჯერ კინგმა განაცხადა, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდებარე ტერიტორიის შემოწმების, ამ თავდასხმის შემდეგ, ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა 4 მამაკაცი დააკავეს. ასადაბადის მახლობლად ორი დღის წინ ჩატარებული ასეთივე ოპერაციის დროს, ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმის მოწყობაში ეჭვმიტანილი 12 ადამიანი დააპატიმრეს.
XS
SM
MD
LG