Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს წევრებმა გერმანიამ და საფრანგეთმა


ნატოს წევრებმა გერმანიამ და საფრანგეთმა დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდეს ვაშინგტონს, გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციის გარეშე თავი შეიკავოს

ნატოს წევრებმა გერმანიამ და საფრანგეთმა დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდეს ვაშინგტონს, გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციის გარეშე თავი შეიკავოს
ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარებისგან. სატელევიზიო გამოსვლაში გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა შეერთებული შტატები გააკრიტიკა ბაღდადის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის გეგმა და მას “მცდარი” უწოდა. პარიზში, მაღალი რანგის დიპლომატებთან ტრადიციულ შეხვედრაზე ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ დე ვილპენმა. გუშინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ განაცხადა, რომ ის ფაქტი, რომ ბაღდადი მასობრივი განადგურების იარაღს ფლობს, ჰუსეინის წინააღმდეგ ოპერაციის ჩატარებას ამართლებს. მაგრამ როგორც დღეს ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა აღნიშნა, ერაყზე აშშ-ის იერიში ახლო აღმოსავლეთში ქაოსს გამოიწვევდა და უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეს იმსხვერპლებდა.
XS
SM
MD
LG