რომელთაც სასამართლოში სარჩელი შეიტანეს სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღების წესების განმსაზღვრელი აქტის გაუქმების მოთხოვნით, საზოგადოებას შეახსენეს, რომ მოქმედების შეწყვეტას არ აპირებენ და ამჯერად უკვე რექტორის წინააღმდეგ შეიტანენ სარჩელს. უფრო დაწვრილებით დავით პაიჭაძე მოგითხრობთ.
სტუდენტ თეა თუთბერიძის სარჩელი ვაკე-საბურთალოს სასამართლომ წარმოებაში მიიღო ამა წლის 30 ივლისს. მოსარჩელე ითხოვდა იმ ადმინისტრაციული აქტის გაუქმებას, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები ტარდება. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სარჩელის მიღების მომენტიდან უნდა შეწყვეტილიყო გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედება, ანუ, დროებით მაინც, გაუქმებულიყო მისაღები გამოცდების წესი და ბათილად ჩათვლილიყო 30 ივლისის შემდეგ ჩატარებული ყველა მისაღები გამოცდა. ეს არ მოხდა, მისაღები გამოცდები გაგრძელდა და, საბოლოოდ უნივერსიტეტში ჩაირიცხა მსურველთა უმეტესობა, ნაწილი საბიუჯეტო, ხოლო დიდი ნაწილი – ფასიან სექტორზე. უნივერსიტეტის მიღმა დარჩა 2 ასეულამდე ახალგაზრდა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ რაკი გამოცდები წარიმართა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ასეთი საფუძველი არ გააჩნდა იმ კრიტერიუმებსაც, რომელთა მიხედვით სტუდენტები ფასიან და უფასო სექტორებზე გაანაწილეს. სწავლის დაწყების წინ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ზოგიერთ ფაკულტეტზე გაანახევრა სწავლის გადასახადი. თეა თუთბერიძისა და მისი თანამოაზრე სტუდენტების აზრით, იურიდიული თვალსაზრისით გამართლებული და მიზანშეწონილი იქნებოდა ყველა აბიტურიენტი მიეღოთ, ყველას გადაეხადა მცირე გადასახადი და პირველი სემესტრის შემდეგ, ჩათვლებისა და საგამოცდო სესიების შედეგად, მომხდარიყო გაცხრილვა: ვინ საბიუჯეტო სექტორზე ისწავლიდა, ზოგს ფასიანზე გაამწესებდნენ და ზოგსაც გარიცხავდნენ. თეა თუთბერიძის თქმით, [თუთბერიძის ხმა] “როგორც ვიცით, ეს ასე არ მოხდა. დაირღვა კანონი. კანონი დაარღვია თავად როინ მეტრეველმა. დღეს მზადდება სარჩელი და, ალბათ, ხვალ უკვე შევა სასამართლოში; ეს არის კერძო სარჩელი პირადად როინ მეტრეველის, როგორც კანონის დამრღვევის წინააღმდეგ. ჩვენ როინ მეტრეველს იმას მაინც დავუმტკიცებთ, რომ კანონს არღვევს”.
ამის პასუხად უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ კანონი არ დაურღვევიათ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ივლისში სტუდენტების შეტანილ სარჩელსაც შეგებებული სარჩელით უპასუხა. 2 სექტემბერს კი, სასწავლო წლის დაწყების საზეიმო აღნიშვნისას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ლადო ჭანტურიას უნივერსიტეტში მისვლა მოსარჩელე სტუდენტებმა აღიქვეს, როგორც მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევა და მხარდაჭერის გამოცხადება უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის, როგორც ერთგვარი მინიშნება, თუ რა პოზიცია უნდა დაიკავოს სასამართლომ მომავალ დავაში. ლადო ჭანტურიას ნაბიჯის ასეთი “წაკითხვა”, ჩვენი აზრით, მთლად ადეკვატური არ არის.