Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-საქართველოს საზღვრის დარღვევისთვის 2 დღის


რუსეთ-საქართველოს საზღვრის დარღვევისთვის 2 დღის წინ დაკავებულ 3 ქართველ მესაზღვრეს მოსკოვი ხუთშაბათს გადასცემს საქართველოს მხარეს

რუსეთ-საქართველოს საზღვრის დარღვევისთვის 2 დღის წინ დაკავებულ 3 ქართველ მესაზღვრეს მოსკოვი ხუთშაბათს გადასცემს საქართველოს მხარეს
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მამისონის უღელტეხილის რაიონში, სადაც მოხდა მათი დაკავება. ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვალერი ჩხეიძემ.მისი ინფორმაციით, სასაზღვრო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით გულუა რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გენერალ-ლეიტენანტ ვალერი მანილოვს მოსკოვში ტელეფონით ესაუბრა და რუსეთის მხარემ დაადასტურა, რომ ამჟამად რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის ჩრდილოკავკასიის სამმართველოში მყოფ სამ ქართველ მესაზღვრეს უშუალოდ ორი ქვეყნის საზღვართან, მამისონის უღელტეხილზე მიიყვანენ და ოფიციალურად გადასცემენ საქართველოს მხარეს.
XS
SM
MD
LG