Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბული ლიგა ერთხმად ეწინააღმდეგება ერაყზე


არაბული ლიგა ერთხმად ეწინააღმდეგება ერაყზე შესაძლო თავდასხმას.

არაბული ლიგა ერთხმად ეწინააღმდეგება ერაყზე შესაძლო თავდასხმას.
ამის შესახებ ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს. როგორც ლიგის გენერალურმა მდივანმა, ამრ მუსამ თქვა, ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია ახლო აღმოსავლეთში ”ჯოჯოხეთის კარს” გააღებდა. იმავდროულად რეზოლუციაში ბაღდადს მოუწოდებენ, ითანამშრომლოს გაეროს უშიშროების საბჭოსთან, რომელიც ერაყში განიარაღების ექსპერტების დაბრუნებას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG