Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორმოში, ბოსნიის ქალაქ ბიჰაჩის მახლობლად


ორმოში, ბოსნიის ქალაქ ბიჰაჩის მახლობლად,

ორმოში, ბოსნიის ქალაქ ბიჰაჩის მახლობლად,
გასულ კვირაში, 7 ბოსნიელი მაჰმადიანის გვამები აღმოაჩინეს. ბოსნიის მუსულმანურ-ხორვატიული ფედერაციის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ჯამინ ოდობასიჩმა დღეს სარაევოში განაცხადა, გვამები 7 მამაკაცისა, რომლებსაც ხელები ჰქონდათ შეკრული, 25 მეტრის სიღრმეზე იყო ჩამარხული. დახოცილები, ბოსნიელი მაჰმადიანებია, და ვარაუდობენ, რომ ისინი ბოსნიელმა სერბებმა დახვრიტეს ტყვეთა ბანაკში დასავლეთ ბოსნიაში, 1992-95 წლებში მიმდინარე ომის დროს. ამასობაში, ხსენებულმა კომისიამ მეორე მასობრივი საფლავს მიაკვლია პარასკევს აღმოსავლეთ ბოსნიაში, სერბების მიერ კონტროლირებული ქალაქ კაინიცეს მახლობლად. გუშინვე, ოდობასიჩმა განაცხადა, რომ ექსპერტებმა კიდევ ერთი მასობრივი საფლავი ნახეს სოფელ ტიჰოტინას მახლობლად, სარაევოს სამხრეთ-დასავლეთ შემოგარენში.
XS
SM
MD
LG