თბილისში აკრიტიკებენ აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ, გასულ კვირაში მიღწეულ შეთანხმებას.
აფხაზთა მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა სეპარატისტული მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ანრი ჯერგენიამ, ხოლო ცხინვალის მხრიდან – თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ. სამხრეთი ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, ირაკლი მაჭავარიანის თქმით, ეს შეთანხმება მხოლოდ ვითარებას დაძაბავს და პოლიტიკურად ორივე მხარისთვის წამგებიან ფაქტორს წარმოადგენს. ამ დღეებში მაჭავარიანი კოკოითისთან შეხვედრას აპირებს, რათა ეს უკანასკნელი დაარწმუნოს, რომ თბილისი როგორც ოსეთის, ისე აფხაზეთის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მომხრეა.