Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური ასამბლეის სესია დაიწყო


გაეროს გენერალური ასამბლეის სესია დაიწყო გაეროს გენერალური მდივნის გამოსვლით, რომელშიც მან მიუღებელი უწოდა ერაყის წინააღმდეგ ცალმხრივ სამხედრო ოპერაციას.

გაეროს გენერალური ასამბლეის სესია დაიწყო გაეროს გენერალური მდივნის გამოსვლით, რომელშიც მან მიუღებელი უწოდა ერაყის წინააღმდეგ ცალმხრივ სამხედრო ოპერაციას.
როგორც კოფი ანანმა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერების, მათ შორის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის წინაშე გამოსვლისას აღნიშნა, მხოლოდ გაეროს აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება ძალის გამოყენების შესახებ საერთაშორისო უშიშროებისათვის საფრთხის არსებობის შემთხვევაში. ანანის თქმით: [ანანის ხმა]"ნებისმიერ სახელმწიფოს, მასზე თავდასხმის შემთხვევაში, აქვს თავდაცვის უფლება გაეროს ქარტიის 51-ე მუხლის შესაბამისად. მაგრამ თუ სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს ძალის გამოყენება საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროებისათვის ფართომასშტაბიანი საფრთხის აღსაკვეთად, ვერაფერი შეცვლის გაეროს ლეგიტიმურობას.” იქვე ანანმა ერაყს მოუწოდა, შეასრულოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები თავისი ქვეყნის, აგრეთვე მსოფლიო წესრიგის საკეთილდღეოდ. მისი სიტყვებით, თუ ერაყი გააგრძელებს წინააღმდეგობის გაწევას, უშიშროების საბჭოს მოუწევს თავისი პასუხისმგებლობისათვის თვალის გასწორება.
XS
SM
MD
LG