Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის კათოლიკე არქიეპისკოპოსმა პროტესტი გამოთქვა


მოსკოვის კათოლიკე არქიეპისკოპოსმა პროტესტი გამოთქვა რუსეთში ორი კათოლიკე მღვდლის შეშვებაზე უარის გამო.

მოსკოვის კათოლიკე არქიეპისკოპოსმა პროტესტი გამოთქვა რუსეთში ორი კათოლიკე მღვდლის შეშვებაზე უარის გამო.
როგორც არქიეპისკოპოსი თადეუშ კონდრუშევიჩი საინფორმაციო საშუალებებისადმი განცხადებაში ამბობს, ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ანტი-კათოლიკური კამპანია მიმდინარეობს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე უთხრეს უარი რუსეთში შეშვებაზე ორ პოლონელ კათოლიკე მღვდელს. მოსკოვს ვატიკანისათვის ამ გადაწყვეტილებების ოფიციალური განმარტება არ მიუცია.
XS
SM
MD
LG