Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობა ნარჩემაშვილი უარყოფს რუსეთის ფედერალური


კობა ნარჩემაშვილი უარყოფს რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის დირექტორის, კონსტანტინ ტოცკის მტკიცებას რუსეთის საზღვართან ჩეჩენი მებრძოლების თავმოყრის შესახებ.

კობა ნარჩემაშვილი უარყოფს რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის დირექტორის, კონსტანტინ ტოცკის მტკიცებას რუსეთის საზღვართან ჩეჩენი მებრძოლების თავმოყრის შესახებ.
”საქართველო-რუსეთის საზღვარზე ბოევიკების არანაირი კონცენტრაცია არ შეინიშნება” – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც პანკისის ხეობაში ანტიკრიმინალურ ოპერაციას ხელმძღვანელობს. ნარჩემაშვილმა ”აბსურდული” უწოდა მსგავს მტკიცებებს და განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში წესრიგის დამყარება ბევრს არ აწყობს. "მიუხედავად ამისა, პანკისის პრობლემა ახლო მომავალში გადაწყდებაო", - ამბობს მინისტრი. კობა ნარჩემაშვილმა ასევე უარყო ინფორმაცია ბოევიკების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების შესახებ.
XS
SM
MD
LG