Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხში


ლონდონი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხში სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს.

ლონდონი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხში სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო ”კავკას-პრესს” აცნობა საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა, ამის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე. მენაღარიშვილის განმარტებით, ბრიტანეთის საგარეო უწყების სპეციალურ წარმომადგენელს ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების დროს ექნება დამკვირვებლის სტატუსი და ის უშუალოდ ამ პრობლემით იქნება დაკავებული. ამ ცნობას ეხმიანება ქართულ-აფხაზუთ კონფლიქტთან დაკავშირებით დღეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განაცხადება, რომლის თანახმად ედუარდ შევარდნაძე ამ პრობლემის მოგვარების პერსპექტივებს საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურებაში ხედავს.
XS
SM
MD
LG