Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო მოვალეა მოუხსნას ერაყს თავისი


გაერო მოვალეა მოუხსნას ერაყს თავისი სანქციები, მას მერე რაც ბაღდადმა თანხმობა განაცხადა, შეუშვას ქვეყანაში განიარაღების ინსპექტორები.

გაერო მოვალეა მოუხსნას ერაყს თავისი სანქციები, მას მერე რაც ბაღდადმა თანხმობა განაცხადა, შეუშვას ქვეყანაში განიარაღების ინსპექტორები.
ერაყის პრემიერის მოადგილემ, ტარიკ აზიზმა განაცხადა ეს და იმედი გამოთქვა, რომ ახლა გაეროს ახალი რეზოლუცია საჭირო აღარ იქნება.
მან განაცხადა ამასთან, რომ ახლა შეერთებულ შტატებს აღარ აქვს მიზეზი იმოქმედოს ერაყის წინაღმდეგ, მაგრამ არ გამორიცხა, რომ ვაშინგტონი ახალ მიზეზს გამოძებნის. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა ბაღდადის განცხადება, მხოლოდ ტაქტიკურ მანვერად მიიჩნიეს და ახალი რეზოლუციის მიღებას აუცილებლად თვლიან. ერაყის გადაწყვეტილების გულწრფელობაში ეჭვი ეპარება ნატოს გენერალურ მდივანს რობერტსონსაც. უშიშროების საბჭოს მხოლოდ სამი წევრი, საფრანგეთი, რუსეთი და ჩინეთი მიესალმა ერაყის თანხმობას.
შეერთებული შტატების სახეოლმწიფო მდივნი კოლინ პაუელის თქმით, აშშ აპირებს მოთხოვოს გაეროს უშიშროების საბჭომმიიღოს რეზოლუცია, რომელიც სადჟამ ჰუსეინს დაავალდებულებს გაეროს გადაწყვეტილებები შეასრულოს.
XS
SM
MD
LG