შეერთებული შტატების ენერგეტიკის მინისტრმა სპენსერ აბრაჰამმა თქვა, და ნათქვამით ჯორჯ ბუშის დანაბარები გაახმოვანა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანმა, ენერგეტიკული თვალსაზრისით, მსოფლიო უფრო უსაფრთხო უნდა გახადოს, საქართველოსა და აზერბაიჯანის სუვერენიტეტი კი უნდა განამტკიცოს. 18 სექტემბრის მოვლენას - მხედველობაში გვაქვს სანგაჩალის ცერემონია - ედუარდ შევარდნაძემ ახდენილი სასწაული უწოდა, ხოლო, თუ რატომ არის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი სასწაული, მით უფრო, პატარა საქართველოსთვის, რომლის ჩრდილოეთის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაცია ხდება, ჩვენი მასალიდან შეიტყობთ.
რუსეთის გენშტაბის უფროსის მიერ ქართველ მოლა ომარად მონათლულმა ედუარდ შევარდნაძემ, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებთან ერთად, საკუთარი ხელით მიაყარა მიწა აზერბაიჯანული მიწის წიაღში ჩაშვებულ მიმართვას მომავალი თაობებისადმი. ოდნავ მოგვიანებით ამ ფაქტს რუსეთის პრესაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დამარხული საიდუმლოება უწოდეს, თუმცა დიდი ნავთობსადენის საიდუმლო კარგა ხანია გაცემულია. “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიაზე, ნავთობსადენის პროექტში მონაწილე მხარეებისადმი მიმართვისას, ეს საიდუმლო ედუარდ შევარდნაძემ ასე განმარტა :
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ჩვენ უკვე ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ გაერთიანებული ძალებით ლამის სასწაულის მოხდენა შეგვიძლია. ვისურვებდი ჩვენ მომავალ თანამშრომლობას კიდევ ბევრი სასწაული მოეხდინოს. გისურვებთ ბედნიერებას და აყვავებას მოძმე აზერბაიჯანელ ხალხს.”
ეს საიდუმლოს ზოგადი, მაგრამ მრავლისმეტყველი ახსნა იყო. უფრო კონკრეტული კი მომავალი თაობებისადმი სამი პრეზიდენტის მიმართვაში ითქვა. მასში ხაზგასმულია, რომ “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი” საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სტაბილურობის გარანტია იქნება. ამას თუ დავამატებთ “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანში” ჩადებულ ფინანსურ ინტერესებს, რაც რეგიონში დასავლეთის პოლიტიკური ინტერესების გაძლიერებას ნიშნავს,
დიდი განმარტება აღარ დასჭირდება იმას, თუ რატომ არ სურდა რუსეთს აზერბაიჯანული ნავთობის დასავლეთის მიმართულების, ანუ “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” პროექტის, ხირცშესხმა. ორშაბათს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გართულების ერთ-ერთ სერიოზულ მიზეზად შევარდნაძემ ეს პროექტიც დაასახელა: “ ალბათ, არსებობს წყენა იმის გამო, რომ აზერბაიჯანის ნავთობის ტრანსპორტირების დასავლეთის მიმართულება შეირჩა. მაშინ რუსეთის ზოგიერთი ხელმძღვანელი პირი კატეგორიულად მოითხოვდა ჩვენგან, არ მიგვეღო ამ პროცესში მონაწილეობა. საქართველო საერთაშორისო ნორმების და საკუთარი ინტერესების კარნახით მოქმედებდა.”
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ბაქო-სუფსა” უკვე მუშაობს. მერე იქნება გაზსადენი და ასე შემდეგ. ეს საკითხები უკვე გადაწყვეტილია. მათზე მსჯელობას აზრი აღარა აქვს. “
“ამ პროცესებს ვეღარავინ შეაჩერებს. ვფქირობ, მთავარი მაინც ჩეჩნეთის პრობლემაა და ის, რომ უარი ვუთხარით რუსეთს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გავლით ჩეჩნეთში ჯარი შეეყვანა. სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდით. სხვაგვარად დავუშვებდით შეცდომას, რომელსაც მომავალი თაობები მწარედ გაიხსენებდნენ,” – თქვა ორშაბათს ედუარდ შევარდნაძემ.
მისი აზერბაიჯანში ყოფნისას პანკისის სპეცოპერაცია გადამწყვეტ ფაზაში შევიდა.
აზერბაიჯანშივე საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის პირისპირ მხარდაჭერის დამატებითი
დაპირებები მიიღო. ამდენად, შესაძლოა, მისი პოზიცია უფრო თავდაჯერებული გახდეს, თუმცა ვნახოთ. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის სამომავლო გარანტიები, მისი მნიშვნელობის მიუხედავად, სადღეისოდ არ კმარა. რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის დირექტორმა კონსტანტინ ტოცკიმ საქართველოს სასაზღვრო რაიონებში, 20-40 კილომეტრის სიღრმეზე, უსაფრთხოების ზონის შექმნის შესახებ დავალება მიიღო. რას უნდა ნიშნავდეს ეს დავალება, საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტში ვერ განმიმარტეს. მითხრეს, რომ რუსეთის მხარის წინადადების არსი თვითონაც ძალიან აინტერესებთ.