Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის დაწყების ოფიციალური


ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის დაწყების ოფიციალური ცერემონია გაიმართა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის დაწყების ოფიციალური ცერემონია გაიმართა
ოთხშაბათს ბაქოდან 40 კილომეტრის დაშორებით სანგაჩალის ნავთობტერმინალზე. ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა, საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ და თურქეთის პრეზიდენტმა აჰმედ ნეჯეთ სეზერმა. ცერემონიას დაესწრო აგრეთვე აშშ-ს ენერგეტიკის მინისტრი სპენსერ აბრაჰამსი ნავთობსადენის საძირკველში ჩაიდო სამი ქვეყნის პრეზიდენტების მიმართვის ტექსტი მომავალი თაობებისადმი. ტექსტი სამ ენაზეა შედგენილი და მასში ნათქვამია, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი ამ სახელმწიფოებში სტაბილურობის გარანტი იქნება.
XS
SM
MD
LG