შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს თქვა, რომ რამდენიმე დღეში იგი გამოაცხადებს კონგრესის რეზოლუციის შესახებ,
რომელიც გზას გაუხსნის ერაყის წინააღმდეგ სამოქმედოდ. ბუში დღეს შეხვდა თეთრ სახლში კონგრესის ლიდერებს. მიმდინარე კვირაში ერაყმა გამოაცხადა, რომ თანახმაა ქვეყანაში დაუშვას გაეროს განიარაღების ექსპერტები. მაგრამ, ბუშის თქმით, ეს არის ხრიკი, რომლის მიზანია სამხედრო დარტყმის თავიდან აცილება. [ბუშის ხმა] ”ჩემის აზრით, გონიერი ადამიანები ხვდებიან, რომ ეს ადამიანი უგუნურია. და გონიერი ადამიანები ხვდებიან, რომ ეს უბრალოდ ხრიკია, ტაქტიკაა, იმის ცდაა, რომ მსოფლიოს უთხრას, მე სრულიად მშვიდობიანი კაცი ვარო. ეს მაშინ, როცა არა მარტო საკუთარ ხალხს კლავს, მას ტერორში ჰყავდა თავისი მეზობლები და მასობრივი განადგურების იარაღს ავითარებს. ჩვენ მას უნდა მივხედოთო”, თქვა ბუშმა. მისი სიტყვებით, რეზოლუცია მნიშვნელოვანი ნიშანი იქნება მსოფლიოსთვის, რომ ამერიკას გადაწყვეტილი აქვს სერიზულად იმოქმედოს ერაყის ლიდერის წინააღმდეგ.