Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის განიარაღების საუკეთესო საშუალებაა ქვეყნის


ერაყის განიარაღების საუკეთესო საშუალებაა ქვეყნის მმართველი რეჟიმის გამოცვლა, განახცადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა.

ერაყის განიარაღების საუკეთესო საშუალებაა ქვეყნის მმართველი რეჟიმის გამოცვლა, განახცადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა.
დღეს ტელეკომპანია ბი ბი სი-სთვის მიცემულ ინტერვიუში პაუელმა არ გამორიცხა ძალის გამოყენება ხელისუფლებიდან სადამ ჰუსეინის ჩამოსაშორებლად, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ერაყის ლიდერი დაემორჩილება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს სამხედრო ინსპექციის განახლების თაობაზე. დღესვე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ იმავე ბი ბი სი-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავარი ამოცანაა ერაყის განიარაღება. მაგრამ მან არ გამორიცხა, რომ ამ მიზნის მისაღწევად შესაძლოა საჭირო გახდეს მმართველი რეჟიმის გამოცვლა. ვაშინგტონი და ლონდონი უშიშროების საბჭოს მოუწოდებენ, ერაყთან დაკავშირებით რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ახალი, უფრო მკაცრი რეზოლუცია, სანამ იქ სამხედრო ინსპექტორები დაბრუნდებოდნენ. ასეთი რეზოლუციის სასარგებლოდ ისაუბრა დღეს იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმაც, რომელიც მთლიანად უჭერს მხარს შეერთებული შტატების სამხედრო და დიპლომატიურ ძალისხმევას.
XS
SM
MD
LG